UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ჟურნალისტებთან მის მომდევნო ორთაბრძოლაზე ისაუბრა, სადაც ილია თოფურიაზეც გააკეთა კომენტარი.
"დიეგო ლოპესთან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, შემდეგ კი მოვსარ ევლოევს გამოვიწვევ, რომელთანაც ბრძოლის გამართვა მომდევნო 3 თვეში მინდა."
"ილიასი და მახაჩევის ბრძოლა? ილია თოფურია ძალიან საშიში მებრძოლია, მას ყველას დანოკაუტება შეუძლია. ის ერთადერთია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს მახაჩევთან. ილიას მხოლოდ ერთი შეხება უნდა, რათა მეტოქე გათიშოს." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი სწორედ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.