სხვა

14:15 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით და ფულადი ჯარიმით დასაჯეს

UFC 310 - ზე მერაბ დვალიშვილი მისი მეგობრის ალჯამეინ სტერლინგის ორთაბრძოლას დაესწრო, სადაც ინგუშ მოვსარ ევლოევთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, როდესაც სტერლინგი დარბაზს ტოვებდა, მერაბ დვალიშვილსა და ყაზახ გულშემატკივარს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო). აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველს მისი გუნდელი და მეგობარი დენის ბუზუკია დაეხმარა, რომელმაც გულშემატკივარს ხელი გაარტყა.

დენის ბუზუკია ამ ქმედების გამო ნევადის სპორტულმა კომისიამ 9-თვიანი დისკვალიფიკაციით და ფულადი ჯარიმით 2 500$-ით დააჯარიმა.იმ შემთხვევაში, თუ მერაბის თანაგუნდელი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას შეასრულებს სასჯელის ვადა 3-თვით შემცირდეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09086