ფეხბურთი

17:50 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე ისევ სათადარიგო სკამზე? ფონსეკამ ძირითადში ლაკაზეტის ყოფნა დააანონსა

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ განაცხადა, რომ „ბრესტის“ წინააღმდეგ ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

პორტუგალიელს არაფერი უთქვამს გიორგი მიქაუტაძეზე, მაგრამ ლაკაზეტის სასტარტოში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ გიორგი სავარაუდოდ, სათადარიგო სკამიდან დაიწყებს მატჩს.

წინა ტურში პსჟ-სთან ფონსეკამ ორივე სასტარტოს მიღმა დატოვა, ხოლო მანამდე, მიქაუტაძემ ითამაშა ორი მატჩი ძირითადში და ორივეში გოლი გაიტანა (რეიმსსა და მონპელიესთან). თავის მხრივ, პსჟ-სთან 10 წუთში ქართველმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და საგოლე პასიც გააკეთა.

„ლაკაზეტი 100%-ით მზადაა, გამოჯანმრთელდა და კვირას ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე, სასტარტოში დაიწყებს თამაშს ტიაგო ალმადა, ის ჭკვიანი ფეხბურთელია და მომავალში ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება, იმსახურებს ძირითადში თამაშს“, - აღნიშნა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 23 თამაში, 6 გოლი და 2 საგოლე პასი. „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ბრესტს“ თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164933