"მანჩესტერ სიტი" "მილანის" მარცხენა მცველის, ტეო ერნანდესის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ Teamtalk იუწყება.
წყაროს ცნობით, 27 წლის ფრანგსა და „როსონერის“ ხელმძღვანელობას შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მილანი“ მზადაა განიხილოს ერნანდესისთვის 35 მილიონიანი შეთავაზება. "ქალაქელთა" ბანაკში მცველის ეს ფასი სამართლიანად მიაჩნიათ. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში ტეო ერნანდესმა მილანის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.