სხვა

23:29 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავა-მეტელკინას ოქროს მედალი იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი სპორტულ წყვილებში. მონაწილე 20 სპორტულ წყვილს შორის 1-ლი ადგილი და ოქროს მედლები 191.01 ქულით დაიმსახურა ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ.

ანასტასია და ლუკა უკვე ზედიზედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან იუნიორთა შორის, ხოლო ლუკა ბერულავამ კი ეს ტიტული უკვე მესამედ მოიპოვა. იგი კარინა საფინასთან ერთად 2022 წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092555