ფეხბურთი

17:45 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი "რომაში" დაბრუნებაზე: "ვნახოთ რა იქნება, "რომასთან" ჩემი ლამაზი მოგონებები ისევ ცოცხალია"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ბოლო დროს „რომას“ უკავშირებენ, რომელიც მომდევნო სეზონისთვის მწვრთნელს ეძებს.

ანჩელოტისთვის „რომა“ მშობლიური კლუბი, „ჯალოროსიში“ თამაშობდა, თუმცა, მწვრთნელობის პერიოდში ამ კლუბში აქამდე არ უმუშავია. „რომაში“ შესაძლო დაბრუნებაზე იტალიურ მედიასთან მან კომენტარი გააკეთა:

„რომაში“ ჩემი ახალგაზრდული მოგონებები ცოცხალი და ლამაზია. როგორც ფეხბურთელმა, იქ მშვენიერი დრო გავატარე. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ახლა „რეალში“ ბედნიერი ვარ. არ მგონია, რომ რანიერიმ კარიერა დაასრულოს“ - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „რომაში“ 1979-1987 წლებში თამაშობდა და 227 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170738