„ვალენსია“ ლა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 3:3. თუმცა, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ამ მატჩის შეფასებებში ესპანური მედია კრიტიკული იყო.
განსაკუთრებით ცნობილი გამოცემა As. ესპანელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სტოლე დიმიტრიევსკიმ დაიკავოს.
AS: „სასწაული მეკარიდან გადაიქცა მეკარედ, რომლისგან ერთი მოგერიებაც სასწაულია, „ლივერპულში“ შეიძლება თმები აიჩეჩონ. პირველ გოლში მეტის გაკეთება შეეძლო, მეორე გოლში ასხლეტამ ისე გააკვირვა, თითქოს ბავშვი მეკარე იყოს. თუ გასაკვირი არ იქნება, თუ კორბერანი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე დიმიტრიევსკის ძირითადი მეკარის სტატუსს მიანიჭებს“.
Eldesmarque: “23-ე წუთზე ბრაიან სარაგოსას წინააღმდეგ შესანიშნავი სეივით გამოირჩა. ვერაფერი მოახერხა აიმარ ოროსის პირველ გოლზე და ვერც მეორე, დიდებულ გოლზე. მესამე პენალტით გაუტანეს. მიუხედავად ამისა, მან დაკარგა წინა წლების სიცხადე. დაკარგა ის ჯადოქრობა, რამაც „ლივერპულს“ ბიძგი მისცა მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა ხუთჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 24 ქულით „ლას პალმასთან“ ერთად მე-17-მე-18 ადგილებს იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს ბოლოადგილოსან „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.