ფეხბურთი

16:10 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი არ ეყოლება

სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევმა ედუარდ სპერციანმა მუხლის ტრავმა მიიღო რის გამოც 4-6 კვირით უქმობა მოუწევს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან გასამართ ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში "კრასნოდარმა" "კრილიას" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სომხეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მუხლის დაზიანება აღნიშნულ მატჩში მიიღო და მოედნის დატოვება 71-ე წუთზე სამედიცინო ელექტრომობილით მოუწია.

ედუარდ სპერეციანს სომხეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ერევანში 20 მარტს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 'დინამო არენაზე" 23 მარტს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098599
სარეკლამო ადგილი - 99
X x X