ფეხბურთი

11:07 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა აღიარა, მესის რომელ უნარს ინატრებდა

„მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა უპასუხა კითხვას, არგენტინელი თავდამსხმელსა და მაიამის „ინტერის" კაპიტნის, ლიონელ მესის რომელ უნარს ინატრებდა.

„რას დავამატებდი ჩემს თამაშს? ბევრი თვისებაა, რასაც ვისურვებდი, მაგრამ ვფიქრობ, უპირველესად მესის დრიბლინგს ავირჩევდი“, - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Sky Sports.

ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 28 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2034 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088725