ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს ისტორია დაწერა. ამერიკელი კალათბიურთელი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერაში 50 000 ქულას მიაღწია. მან კიდევ უფრო განიმტკიცა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი და ყველას უმტკიცებს, რომ მისი ჩამოწერა ძალიან ნაადრევია.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ მატჩი 49 999 ქულით დაიწყო. 40 წლის ჯეიმსმა, რომელიც ბრწყინვალე კარიერის 22-ე სეზონს ატარებს, საკალათბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მან პირველივე 3-ქულიანი ლუკა დონჩიჩის პასით მიითვალა და ამ სამქულიანით 50 ათასიან ნიშნულს გადასცდა.
საერთო ჯამში შეხვედრა 34 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა. მეფეს ახალმა მეწყვილემ კი 30 ქულით და 15 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკა "ლეიკერსის" მე-4 კალათბურთელი გახდა, რომელმაც თამაშში მინიმუმ 30 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. მსგავსი რამ მეჯიქ ჯონსონს, ჯერი უესტსა და თავად ლებრონს აქვს გაკეთებული. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჯეიმსმა და კამპანიამ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიითვალეს და „ნიუ ორლეანსს“ 136:115 აჯობეს.
21 იანვრიდან მოყოლებული "ლეიკერსს" 17 მოგების წილ მხოლოდ 4 მარცხი აქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია. კალიფორნიულმა კლუბმა მეორე ადგილზე აინაცვლა და ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კარიერაში ამდენი ქულის დაგროვება შევძელი. თანაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელების წინააღმდეგ. თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ".
მეფეს ანგარიშზე რეგულარულ სეზონებში 41 871, ხოლო პლეი-ოფებში 8 182 ქულაა. ჯეიმსმა ჯერ კიდევ 2023 წელს გააუმჯობესა კარიმ აბდულ-ჯაბარის ყველა დროის რეკორდი, რომელიც რეგულარულ სეზონში 38,387 ქულას მოიცავდა. აღნიშნული მიღწევა მანამდე 39 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
რაც შეეეხება რეგურალურს + პლეი ოფის სისტემით - მეორე ადგილზე ასევე კარიმ აბდულ-ჯაბარია, რომელსაც 44 149 ქულა აქვს, მესამეზე კარლ მელოუნი (41 689 ქულა), მეოთხეზე ბრაიანტი (39 283), ხოლო მაიკლ ჯორდანი ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთეა - 38 279 ქულით.
NBA-ს მოქმედ მოთამაშეებს შორის საუკეთესო ათეულში მხოლოდ კევინ დურანტი იმყოფება, რომელსაც 35 000-ზე მეტი ქულა აქვს.
ლებრონის ფენომენალურ შედეგს მეჯიქ ჯონსონი გამოეხმაურა:
"ვულოცავ მეფე ლებრონ ჯეიმსს, რომ გახდა ერთადერთი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც 50 000 ქულას მიაღწია რეგულარულ სეზონს პლიუს პლეი-ოფში“.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრიონი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც თვის საუკეთესო მოითამაშის პრიზი დაიმსახურა. ჯეიმსი თებერვალში საუკეთესოდ აღიარეს. ის საშუალოდ 29.3 ქულას, 10.5 მოხსნას და 6.9 პასს აგროვებდა.
"ლეიკერსს" 39 მოგების წილ 21 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ლოს ანჯელესური კლუბი 7 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩაატარებს.