სხვა

12:30 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინ გეიჯი:"ილიასთვის ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონაში გადასვლა პრობლემა არ იქნება"

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა და მისი წონის ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ილია თოფურიას ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქში გადმოსვლა არ გაუჭირდება, ის ისეთივე სახიფათო იქნება, როგორიც ქვემსუბუქში იყო. ყველამ ვნახეთ რა უქნა მაქს ჰოლოვეის, რომელიც ერთადერთი მებრძოლია, ვინც ჩემი დანოკაუტება მოახერხა.ასე, რომ ვფიქრობ წონის ცვლილება პრობლემა არ იქნება." - განაცხადა გეიჯიმ.

გეტყვით, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონი ოფიციალურად დატოვა და ზედა წონაში გადაინაცვლა. მის მიერ დატოვებულ ქამარზე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი 12 აპრილს იჩხუბებენ.

0.096736