ფეხბურთი

22:27 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელს დაუზავდა

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ისრაელს მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, 3 მარტს, ჩვენმა გუნდმა მოიგო - 2:1. გოლები საბა სამუშიამ და გიორგი მეფარიშვილმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

U19 | ელიტ რაუნდი

19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16505