ფეხბურთი

12:17 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში" – „ბაიერნის“ მწვრთნელი კომპანი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერის“ დამარცხებას ეხმაურება

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ლევერკუზენის „ბაიერთან“ 3:0 მოგების შემდეგ, თავისი გუნდის გამანადგურებელ გამარჯვებაზე ისაუბრა.

„ეს მხოლოდ პირველი მატჩია. ახლა სრულად ვართ ორიენტირებული საპასუხო თამაშზე. ეს გახლდათ დღემდე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, მაგრამ იმედია წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შხვედრები გველის. სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ვამტკიცებთ, რომ ყოველთვის მზად ვართ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, თორემ ასეთ ძლიერ გუნდს უბრალოდ ვერ დავამარცხებდით“, - ციტირებს კომპანის სიტყვებს Bayern & Germany სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

საპასუხო მატჩი გუნდებს შორის ლევერკუზენში გაიმართება 11 მარტს და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.097769