ფეხბურთი

14:56 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბენფიკას“ მწვრთნელი ლაჟე: „ბარსელონაში გამარჯვებისთვის მივდივართ“

„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ბრუნუ ლაჟემ „ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გუნდის დამარცხებაზე ისაუბრა (0:1). არდა, ჭაბუკი კატალონიელი პაუ კუბარსის გაძევების შემდეგ, „ბენფიკას“ რიცხობრივი უპირატესობა 22-ე წუთიდან ჰქონდა.

„თამაში უკვე მე-20 წამზე კარგი მიმენტით დავიწყეთ და კიდევ ერთი შესანიშნავი მომენტით დავასრულეთ. 90 წუთის განმავლობაში გატანის ბევრი შანსი გვქონდა და სხვა შედეგის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც გავაკეთეთ დიდი გუნდის წინააღმდეგ და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ ეს მარცხი. ბარსელონაში გამარჯვებისთვის მივდივართ - შემდეგ ტურში გასასვლელად. ეს არის გზავნილი, რომელიც გასახდელში გავავრცელეთ.

გოლის გაშვების შემდეგ გვინდოდა უფრო აქტიურად ჩაგვერთო ფლანგელი მცველები, შეგვეზღუდა მათ გარემარბები და გამოგვეყენებინა არსებული სივრცეები, სხვა ტაქტიკური სისტემების შენარჩუნებით.

გუნდი კარგად იყო განლაგებული მოედანზე, რამაც ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მოგვცა. მსგავსი სიტუაცია უკვე გვქონდა „მონაკოსთან“ შეხვედრისას და მერე ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდა", - ციტირებს ლაჟეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

საპასუხო მატჩი 11 მარტს გაიმართება ბარსელონაში და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.068058