სხვა

9:46 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რას გვიმზადებს ილია თოფურია? ქართველმა მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ საკუთარ სოციალურ ქსელში მომავალ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

"როდესაც გამოვაცხადებთ, არ დაიჯერებთ.მოემზადეთ."



შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი საკუთარი ნებით დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა. მის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არ
წყდება საუბარი თუ ვისთან შეიძლება იჩხუბოს ქართველმა "მატადორმა".

ცნობისთვის, მის სავარაუდო მეტოქეებად: დასტინ პორიე, ჩარლზ ოლივეირა და დივიზიონის ამჟამინდელი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი სახელდებიან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09183