ფეხბურთი

11:04 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა ალისონი კიდევ ერთხელ შეაქო: "მსოფლიო დონის მოგერიებები ჰქონდა"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონი კიდევ ერთხელ შეაქო. „საუთჰემპტონთან“ მატჩის წინ ნიდერლანდელმა ისევ გაიხსენა პსჟ-სთან მატჩში ბრაზილიელი მეკარის საოცარი გარჯა.

„იმისთვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გახდე, საჭიროა, ზოგჯერ ისეთი სეივები შეასრულო, რომლებსაც სხვები ვერ აკეთებენ. ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენთან“ მას ასეთი ერთი-ორი ჰქონდა. ჩვენთვის გადამწყვეტ მომენტში მსოფლიო დონის ორი მოგერიება გააკეთა“, - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პსჟ 1:0 დაამარცხა, რაც ალისონის დამსახურებაა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089396