ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლა, რომელმაც ის ოვალურ კაბინეტში მიიღო.
ტრამპმა ინფანტინო შეაქო და მას ფეხბურთის მეფეც უწოდა:
„ჩვენ შევქმნით ძალიან კარგ სამუშაო ჯგუფს და ის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იმუშავებს, რომელიც მოგეხსენებათ, დიდი მოვლენაა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მაგარი ტურნირი იქნება. ყველა იცნობს ამ კაცს, ჩემგან მარჯვნივ, ვფიქრობ, ის ფეხბურთის მეფეა“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ მსოფლიოს ჩემპიონატს 2026 წლის ზაფხულში უმასპინძლებს, ხოლო მანამდე, 2025 წლის ზაფხულში ასევე ამერიკაში გაიმართება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.