ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მილუოლთან“ 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის გამორჩეულიც იყო, მაგრამ მარცხისგან ვერ იხსნა. ტომ ქლევერლის გუნდმა პირველი ტაიმი პოლოკის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.
„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 49 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 მარტს, „სუონსი სიტის“ უმასპინძლებს.