გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „გრაცერთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანი იყო თამაშის შემობრუნება, რადგან აქამდე მეორე ტაიმში ცუდად თამაშობდნენ.
„ბედნიერები ვართ, რომ ამ თამაშის შემობრუნება შევძელით, რადგან წელს მეორე ტაიმში ყოველთვის ცუდად ვთამაშობდით. გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდური სულისკვეთებისთვის და ეს რეაქცია საუკეთესო რამ იყო ჩვენი გუნდის მენტალიტეტისა და ენერგიისთვის.
ძალიან პასიურები ვიყავით ბურთის ფლობაში, აგრესია გვაკლდა და არც თავდაჯერებულობა გვქონდა. ამით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. მიხარია, რომ მალიკმა (იალკუიე) სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. მან გოლი დაიმსახურა, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიდევ ერთი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა. „შტურმი“ ბუნდესლიგას 43 ქულით ლიდერობს ვენის „აუსტრიასთან“ ერთად, 16 მარტს კი, შინ „ლასკს“ დაუპირისპირდება.