ფეხბურთი

22:57 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" ზედიზედ მესამე და "დინამო ბათუმის" პირველი მოგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სტუმრად გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა და შემდეგ სტუმრებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.

„იბერია“ 9 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „დილას“ ორ მატჩში 1 ქულა აქვს და ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩი ელოდება.

„დინამო ბათუმმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და შინ „გაგრა“ 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი საწყის 20 წუთში გავიდა: ანგარიში ლუკა წულუკიძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, რასაც სტუმრებმა ლევან გეგეჭკორის პენალტით უპასუხეს. მეოცე წუთზე უერდი მარამ გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა.

„დინამო ბათუმს“ ორ მატჩში 4 ქულა აქვს და „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 1 ქულის ამარაა და წინ „სამგურალთან“ თამაში ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09323