ფეხბურთი

13:42 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰმა თავისი მომსახურება „ბარსელონას“ შესთავაზა

„ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში" გააგრძელოს, იუწყება Sport Diario.

წყაროს ცნობით, ეგვიპტელის წარმომადგენელმა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას თავისი მომსახურება უკვე შესთავაზა. წყარო იუწყება, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, თავდამსხმელს ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს, რათა ესპანურმა გრანდმა ლა ლიგის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონა" არ იქნება ეგვიპტელის დამატების წინააღმდეგი, რადგან კლუბს იზიდავს მისი გამოცდილება და ფეხბურთის ხარისხი, მაგრამ სერიოზული დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კატალონიელების ფინანსური სირთულეების გამო ხელფასი შეუმცირდება.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 30 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08686