ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
ის ფიქრობს, რომ გვარდიოლამ ფეხბურთელი ძალიან აზიანა, რადგან ახლა ყველა მწვრთნელი მხოლოდ მას ჰბაძავს. კაპელოს აზრით, პეპი ქედმაღალია, რის გამოც „მანჩესტერ სიტიში“ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ერთხელ მოიგო. ფაბიოს განცხადებით, სხვა სეზონებში, ის გადამწყვეტ მატჩებში რაღაცებს იგონებდა, რაც საბოლოოდ, მარცხის მიზეზიც გახდა.
„იცით რა არ მომწონს გვარდიოლასი? ქედმაღლობა. „სიტისთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მან რაღაც უცნაური არ მოიგონა. სხვა სეზონებში მას ყოველთვის უნდოდა მთავარი გმირი ყოფილიყო. ცვლიდა რაღაცებს და სიახლეებს იგონებდა, რათა შემდეგ ეთქვა: „ფეხბურთელები არ იგებენ, მე ვიგებ“.
გარდა ამისა, ფეხბურთს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ ბოლო 10 წელი მის მიბაძვაში გაატარა. ამან დაანგრია იტალიური ფეხბურთი, რომელმაც თავისი ბუნებრიობა დაკარგა.
როდესაც „რომაში“ ვმუშაობდი, გვარდიოლა ჩემი ფეხბურთელი იყო. ერთ დღეს მოვიდა და ცდილობდა, ჩემთვის აეხსნა, როგორ გამეკეთებინა ჩემი საქმე. მე კი ვუპასუხე: „წადი, ჯერ ირბინე და შემდეგ დაგელაპარაკები“, - აღნიშნა კაპელომ.