ფეხბურთი

14:10 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი ტრავმის გამო „ნიუკასლთან“ ინგლისის ლიგის თასის ფინალს გამოტოვებს

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ნიუკასლთან“ ინგლისის ლიგის თასის ფინალს გამოტოვებს, რომელიც კვირას, 16 მარტს გაიმართება „უემბლიზე“ - გვამცნობს Daily Mail.

ფეხბურთელმა ტერფის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პსჟ-სთან საპასუხო მატჩში მიიღო, რომელიც პარიზული გუნდის გამარჯვებით 1:0 (4:1 პენალტებით) დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და არსებობს იმედი, რომ ტრენტი ამ სეზონში კვლავ შეძლებს თამაშს.

ტრენტს „ნიუკასლთან“ მომავალ მატჩში „ლივერპულის“ კიდევ ერთი მცველი ჯარელ კუანსა ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულთან“ კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.099396