იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ერთმანეთს „მილანი“ და „კომო“ დაუპირისპირდნენ. თამაში „მილანის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
33-ე წუთზე „კომოს“ ნახევარმცველმა ლუკას და კუნიამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 49-ე წუთზე და კუნიას მეორე გოლი თამაშგარეს მიზეზით გაუქმდა. 53-ე წუთზე „მილანის“ ამერიკელმა გარემარბმა კრისტიან პულიშიჩმა ანგარიშში თანასწორობა აღადგინა. 75ზ-ე ტიჯანი რეინდერსმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
90+1-ე წუთზე „კომოს“ ნახევარმცველმა დელე ალიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მსაჯმა ასევე სტუმართა მწვრთნელი სესკ ფაბრეგასიც დაითხოვა მინდვრიდან.
ახლა „მილანს“ 29 მატჩში 47 ქულა აქვს და სერია A-ში მე-7 ადგილზეა, „კომო“ 29 ქულით მეცამეტეზე.