ფეხბურთი

1:00 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთში მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, მაგრამ ის ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა

ბულგარეთის ჩემპიონატში „არდას“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის გამო.

„არდას“ ხელმძღვანელობამ მატჩის წუთიერი დუმილით დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაარკვიეს, რომ მათი ყოფილი ფეხბურთელი პეტკო განჩევი თურმე გარდაცვლილა...

მხოლოდ მატჩის დაწყების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა გაიგეს, რომ განჩევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამრიგად, კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ფეხბურთელის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„მას მრავალი წლის განმავლობაში ბედნიერებას და ჯანმრთელებას ვუსურვებთ, დაე, ჩვენი გამარჯვებებით დატკბეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„არდასა“ და „ლევსკის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

თეგებილევსკიარდა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.218381