ფეხბურთი

0:20 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლაცაბიძე: "ძალიან მაგარი გუნდია, ყველა ძალიან კარგად დამხვდა"

საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლაცაბიძემ, რომელიც დებიუტანტია, სომხეთთან მატჩის წინ და პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა", - თქვა ლაცაბიძემ.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095412