ფეხბურთი

10:19 | 20.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრებს ესპანეთთან მატჩის წინ წამყვანი ნახევარმცველი გამოაკლდა

„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა ეროვნული ნაკრების ბანაკი ტრავმის გამო დატოვა.

„რაიანმა დღეს საღამოს დატოვა გუნდის სავარჯიშო ბანაკი. ნახევარმცველს კვლავ აწუხებს გასულ უქმეებზე მიღებული ტრავმა, რაც ხელს შეუშლის ესპანეთთან მატჩებში მონაწილეობაში“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან მემფის დეპაი და ფრენკი დე იონგი.

დღეს, 20 მარტს, ნიდერლანდების ნაკრები ერთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა როტერდამის „დე კეიპის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს ვალენსიაში, „მესტალიაზე“ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103303