როგორც ცნობილი ხდება, UFC-ის დირექტორი დენა უაითი შეთანხმებასთან ახლოს არის და შესაძლოა UFC-ის ღონისძიება სულ მალე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში გაიმართოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი MMA-ს ინსაიდერი არიელ ჰელვანი ავრცელებს. მისი თქმით მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და აზერბაიჯანი UFC-ის ღონისძიებას ივნისის თვეში უმასპინძლებს.
გეტყვით, რომ აზერბაიჯანის სახელით UFC-ში ამჟამად ორი მებრძოლი: რაფაელ ფიზიევი და ნაზიმ სადიხოვი ასპარეზობენ