UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კონორმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გაავრცელა.
მისი თქმით ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საემიგრაციო ხელშეკრულებაა, რომელსაც კონორი სასტიკად ეწინააღმდეგება.
"ირლანდიამ 2026 წლის 12 ივნისისთვის სრულიად უნდა მოახდინოს ევროკავშირის საემიგრაციო ხელშეკრულების მიღება. ჩემს გარდა სხვა ვინ გამოვა ხელისუფლების წინააღმდეგ? სხვა არცერთ კანდიდატს ამის გაკეთება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს ვეწინააღმდეგები, მე მას რეფერენდუმზე გამოვიტან, რადგან ეს ირლანდიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე ასე მესმის ნამდვილი დემოკრატია. ხმა მიეცით მაკგრეგორს და თქვენი ხმა გაგონილი იქნება."
გეტყვით, რომ კონორმა ბოლო ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ 2021 წელს გამართა, სადაც ნოკაუტით დამარცხდა.
ცნობისთვის, ირლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 7 წელში ერტხელ ტარდება და მომდევნო არჩევნები 2025 წლის შემოდგომას იგეგმება.