საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძალიან წარუმატებლად - ორი მატჩი და ორი მარცხი.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა დღეს ლიეტუვასთან ჩაატარა მეორე ტურის შემდეგ და უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. მეტოქემ სამი გოლი 44-ე წუთიდან 59-ე წუთამდე გაიტანა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მანამდე პირველი მატჩიც დიდი ანგარიშით წააგო, მასპინძელ ყაზახეთთან (0:3) და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.