კალათბურთი

9:30 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა, "სან ანტონიომ" "ტორონტო" გაანადგურა

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ სტუმრად „ტორონტო რეპტორსი“ ადვილად, 123:89 დაამარცხა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველივე პერიოდში 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე არასრული 17 წუთი გაატარა და თავი ისევ შესანიშნავად წარმოაჩინა. ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიოში“ ყველაზე შედეგიანი დევინ ვასელი იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო „ტორონტოში“ სკოტ ბარნსი გამოირჩა 22 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 39 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 26 მარტს, სტუმრად „დეტროიტთან“ გამართავს.

0.091271