ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში მესამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ახალი კალედონიის ნაკრები დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გეტყვით, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ერთბაშად სამ ქვეყანაში: აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში ჩატარდება და მასში 48 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, იაპონიის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრები მეორეა ვინც ოფიციალურად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება (მასპინძელი ქვეყნების გარდა).
ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის ეს ისტორიაში მესამე მუნდიალი იქნება 1982 და 2010 წლების შემდეგ.