ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ვეტერან ნიდერლანდელ ფეხბურთელ რაფაელ ვან დერ ვაარტს ირონიულად უპასუხა.
საქმე ისაა, რომ ვან დერ ვაარტმა ნიდერლანდელი-ესპანეთის პირველი მატჩის შემდეგ იამალი გააკრიტიკა:
„ლამინ იამალის შესახებ რაღაცები შევნიშნე, რაც მაწუხებს. შორტი ძალიან დაბლა აქვს ჩამოწეული და ზედაპირული ჟესტებით გამოირჩევა. თუ ასეთი ახალგაზრდა ხარ, ესპანეთის ნაკრებში თამაშით ყოველი წუთით ბედნიერი უნდა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ხარ, ამ ასაკში ეს ყოველ წუთს უნდა აჩვენო და ყოველ თამაშში“, - თქვა ვან დერ ვაარტმა პირველი მატჩის შემდეგ.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი, იამალმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის ვან დერ ვაარტისაც და დაწერა: „ჩამოწეული შორტი, გოლი, გაცუდებული პენალტი და ნახევარფინალის საგზური“.
ცხადია, „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის პოსტი ირონიას შეიცავდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, 3:3) და ერთა ლიგის ნახევარფინალში. გარდა ამისა, ესპანეთი ამ გამარჯვებით მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ჯგუფში მოხვდა.