ფეხბურთი

23:10 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სერბეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქული შეკრების ფარგლებში მეორე მატჩს გამართავს, სადაც ალეკსანდრ კოლაროვის სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტესტ-მატჩში, ახალგაზრდულმა, ჩვენი გუნდის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი უხვგოლიან დაპირისპირებაში - 4:2 დაამარცხა. გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.

მატჩისწინა ვარჯიშზე, მიმდინარე შეკრების შესახებ კომენტარი 21-წლამდე ნაკრების ცენტრალურმა მცველმა - ნიკოლოზ უგრეხელიძემ და შემტევმა - ირაკლი ეგოიანმა გააკეთეს.

ნიკოლოზ უგრეხელიძე: „ფინეთთან თამაშის სტარტი არასასურველი იყო, თუმცა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და მალევე თამაშის შემობრუნება მოვახერხეთ და დამაჯერებლადა მოვიგეთ. სერბეთის ნაკრები ძლიერი მეტოქე, სტილისტურად უხერხელი მეტოქე, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“.

ირაკლი ეგოიანი: „ძალიან მიხარია, რომ ძირითად შემადგენლობაში ჩემი პირველი თამაში იყო. ფინეთი კარგი გუნდია, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან აგრესიულად ვითამაშეთ, ლამაზი გოლები გავიტანეთ და კარგად ვითამაშეთ. მზად ვართ, კარგად ვვარჯიშობთ, ხვალ ბოლო თამაში გვაქვს, თეორიაზე სერბეთი გავაანალიზეთ, კარგი გუნდია, მაგრამ უნდა მოვიგოთ".

შეგახსენებთ, რომ მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171277