„ლივერპულის" მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ოფიციალურად „რეალის" ფეხბურთელი 2025 წლის 1 ივლისს გახდება, ტრენტის აგენტებმა „სამეფო კლუბთან“ მისი 5-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმეს, წელიწადში 5-მილიონევროიანი (გადასახადების გადახდამდე) ანაზღაურებით - წერს ჟურნალისტი საშა ტავოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
კარგი თამაშის შემთხვევაში ალექსანდერ-არნოლდი მსუყე ბონუსებსაც მიიღებს.
„ლივერპული" ბოლო კვირებში ცდილობდა 26 წლის ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე ხელახლა დაყოლიებას, მაგრამ ტრენტი მხოლოდ „რეალში" გადასვლაზეა ორიენტირებული. წყაროს ცნობით, ინგლისელის გადაწყვეტილებას ვერაფერი შეცვლის.