ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ ფრანგულ გამოცემა L'ÉQUIPE-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ესპანელმა "პარი სენ-ჟერმენზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია.
"პსჟ ძალიან კარგი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც მათ "ლივერპული" გამოთიშეს ტურნირს. უნდა ვთქვა, რომ ლუის ენრიკე სწორად მუშაობს და ფეხბურთელებიც იმას აკეთებენ, რაც მას სურს. მას კლუბის პრეზიდენტისგანაც დიდი ნდობა აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას აქვს ძალა და რესურსი, რომ ისეთი კლუბი ააშენოს, როგორიც მას უნდა. მქონდა ბედნიერება სამი წელი მეთამაშა მის გუნდში, ის ძალიან კარგი მწვრთნელია.
როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მადრიდის "რეალი", რომელსაც რაც არ უნდა ცუდი სეზონი ჰქონდეს, ლიგის მოგება მაინც შეუძლია." - განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პარი სენ-ჟერმენის" მეტოქე "ასტონ ვილაა" და მათი პირველი შეხვედრა 9 აპრილს პარიზში გაიმართება.