სხვა

16:36 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება გრძელდება - ოლივეირამ ილია თოფურიას უპასუხა

ილია თოფურია გუშინ ესპანეთის ქალაქ ტოლედოში იმყოფებოდა, სადაც მისი სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამ ღონისძიების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჟურნალისტების ერთ-ერთი კითხვა ჩარლზ ოლივეირას ეხებოდა.

"ოლივეირას კულტურა არ გააჩნია, მას საბავშვო გაზეთის ერთი გვერდიც კი არ აქვს წაკითხული, ასე რომ ახლა მასზე სასაუბროდ კარგი დრო არ არის."

ილიას ამ განცხადებას ბრაზილიელმა მებრძოლმა უპასუხა, მისი თქმით თოფურიას განცხადება უპატივცემულობა იყო.

"UFC-ში თითქმის 15 წელია რაც ვასპარეზობ და არასდროს არავისზე ცუდი არ მითქვამს, ეს ჩემი სტილი არ არის. სამწუხაროდ ზოგჯერ რაღაცას ამბობ და ჟურნალისტები სხვანაირად ასაჯაროებენ და შესაბამისად სხვანაირ პასუხებს გიბრუნებენ. არ ვიცი ილიამ სწორად გაიგო ჩემი ნათქვამი თუ უბრალოდ ჩემთან დაპირისპირება უნდა. ვფიქრობ მისი განცხადება უპატივცემულობა იყო." - განაცხადა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საკუთარი ნებით დათმო ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ქართველი მებრძოლი ახლა მორიგი ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება. როგორც დენა უაითმა განაცხადა, ილიას მომავალი მეტოქის ვინაობა 2 კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092957