ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა ლიგა 1-ის ყველა კლუბის მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.
ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია ლუის ენრიკე, რომელიც პსჟ-ში თვეში 1 მილიონ ევროს იღებს. ამ სიაში მეორე ადგილზეა „მარსელის“ დამრიგებელი რობერტო დე ძერბი - თვეში 550 ათასი ევრო. სამეულს ასრულებს პაულო ფონსეკა, რომლის ხელფასი „ლიონში“ 320 ათასი ევროა.
ასევე ხუთეულში არიან ადი ჰიუტერი („მონაკო“) და ბრუნო ჟენეზიუ („ლილი“) - 250 და 220 ათასი, შესაბამისად.
საფრანგეთის ჩემპიონატის 26 ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ 68 ქულით ლიდერობს. „მარსელი“ მეორეა (49 ქულა), „მონაკო“ - მესამეა (47 ქულა), „ნიცა“ მეოთხეა (47 ქულა), ხოლო ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი“ - მეხუთე (45 ქულა).