„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლამინ იამალი საკუთარ თავს და პედრის გუნდის ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეებად თვლის.
17 წლის ესპანელმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გამომწერისგან მიიღო შეკითხვა: „ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე გუნდში?" მოთამაშემ უპასუხა: „მე და პედრი".
ამ სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 38 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. 21 წლის პედრიმ კი 42 მატჩში 5 ბურთი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.