ფეხბურთი

14:52 | 27.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მაჟორიტარმა აქციონერმა შესაძლოა „მალაგა“ შეიძინოს

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მაჟორიტარმა აქციონერმა (Qatar Sports Investments), შესაძლოა ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბი „მალაგა“ შეიძინოს - წერს L'Équipe.

წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ (რომელშიც კომპანია ამჟამად კლუბის აქციების დაახლოებით 87,5%-ს ფლობს) და პორტუგალიური „ბრაგას“ (21,67%) შემდეგ, Qatar Sports Investments „მალაგას“ შეიძენს. ორივე მხარე 100 მილიონი ევროს ღირებულების გარიგებაზე მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე იმყოფება.

ესპანური კლუბი ამჟამად სასტუმროებისა და უძრავი ქონების კომპანია Bluebay-ს (49%) და ყატარელ ბიზნესმენ აბდულა ალ-ტანიის ეკუთვნის.

თეგებიპსჟმალაგა
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163061