"ნიუკასლის" შვედი ფეხბურთელის ალექსანდერ ისაკის მიმართ დიდი ინტერესია და ზაფხულში "კაჭკაჭებს" მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
25 წლის ისაკი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, რაც ევროპის წამყვან კლუბებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორც Fichajes-ი იტყობინება, მისით ერთბაშად 4 კლუბი: "ბარსელონა", "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.
წყაროს ცნობით, ალექსანდერ ისაკის გაყიდვას "ნიუკასლი" მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ ისაკი "კაჭკაჭებს" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 33 მატჩში 23 გოლის გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.