ფეხბურთი

14:10 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ ლაკაზეტს გადაასწრო და სეზონში "ლიონის" საუკეთესო ბომბარდირია

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ფორვარდმა „სტრასბურთან“ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდერ ლაკაზეტს გადაასწრო.

მიქაუტაძის აქტივში ახლა 14 გოლია: ლიგა 1-ში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა, 4-ჯერ ევროპა ლიგაზე და ორჯერაც საფრანგეთის თასზე.

ლაკაზეტმა ჯერჯერობით 13 გოლი გაიტანა - 10 ლიგა 1-ში და 3 ევროპა ლიგაზე. შემდეგ მოდის მალიკ ფოფანა 10 გოლით (4 ელიგა 1-ში, 6 ევროპა ლიგაზე), ხოლო რაიან შერკისა და კორენტინო ტოლისოს ანგარიშზე 8-8 გოლია.

მიქაუტაძეს 14 გოლი 38 შეხვედრაში აქვს გატანილი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 17-ჯერ იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წლისა და მარიანო დიასის შემდეგ ის „ლიონის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც საწყის 17 სასტარტო მატჩში 11 გოლი გაიტანა (დანარჩენი 3 გოლი გიორგიმ შეცვლაზე შესვლიდან გაიტანა).

შეგახსენებთ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მიქაუტაძემ თავის გამოჩენა 8 გოლით და 5 საგოლე პასით შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170584