იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „კომოს“ ესტუმრა და მოუგებელი სერია ისევ ვერ შეწყვიტა, თუმცა ქულა მაინც მოიპოვა - 1:1.
„კომო“ 61-ე წუთზე დუვიკასის გოლით დაწინაურდა, ხოლო 75-ე წუთზე კრისტიან კუამემ ტოსკანელებს ქულა გადაურჩინა. გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში შემტევი ჩაერთო.
20 წლის ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ერთხელ იტალიის თასზეც ითამაშა. „ემპოლის“ იტალიის ჩემპიონატში 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 15 მატჩი, 4 ფრე, 11 წაგება.
„ემპოლი“ 30 ტურის შემდეგ 23 ქულით ისევ გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „კალიარის“ უმასპინძლებს.