იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ინტერმა“ „უდინეზე“ დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
სიმონე ინძაგის გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა: ანგარიში მარკო არნაუტოვიჩმა გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე დავიდე ფრატეზიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩს ინტრიგა თითქმის მოუკლა.
„უდინეზემ“ 71-ე წუთზე მაინც მოახერხა ინტრიგის დაბრუნება, ომარ სოლემ დალაშქრა მილანელთა კარი და სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს უდინელთა მაქსიმუმი გამოდგა, „ინტერმა“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - 2:1.
„ინტერმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 67 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 აპრილს, „პარმას“ ესტუმრება.