კალათბურთი

8:38 | 31.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მაგარი მატჩი "გოლდენ სტეიტთან" (+VIDEO)

NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც სადრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 106:148 დამარცხდა.

მიუხედავად "სპურსის" მარცხისა, სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. "მამუმ" პარკეტზე გატარებულ 25 წუთში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა, მან 14 ქულას, 11 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

"სან ანტონიო" 31 მოგებითა და 43 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "მამუს" გუნდი გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქთან" 2 აპრილს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098345