სხვა

10:03 | 31.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "UFC-ი დაპირებებს ყოველთვის ასრულებს"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, მან WOW FC-ის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ UFC მას სატიტულო ბრძოლას დაჰპირდა და პირობის შესრულების იმედი აქვს.

"UFC-ის ხელმძღვანელობა მსუბუქ წონაში სატიტულო ორთაბრძოლას დამპირდა, სწორედ ამიტომ დავთმე ჩემი ნებით ქამარი. ისინი დაპირებას ყოველთვის ასრულებენ". - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართა, მან ამერიკელი მე-3 რაუნდში გათიშა და ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084791