„მილანს“ ძალიან ცუდი სეზონი აქვს და სერია A-ს ბოლო ტურშიც დამარცხდა, „ნაპოლის“ წინააღმდეგ.
„როსონერიში“ ერთ-ერთი იმედგაცრუება ჟოაო ფელიქსია, რომელიც იანვარში იტალიურ კლუბს დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ პორტუგალიელმა თავი ჯერჯერობით ვერაფრით გამოიჩინა.
„ნაპოლისთან“ მატჩის შესვენებაზე კი, გვირაბში მყოფი „მილანის“ ფეხბურთელების დიალოგი ტელეკამერებმა დააფიქსირეს. კაილ უოკერი სწორედ ჟოაო ფელიქსს საყვედურობდა და ეუბნებოდა, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა:
„პასი გააკეთა, ჩვენ მესი არ ვართ, აქ მესი არავინაა, პასი გააკეთე“, - უმეორებდა ინგლისელი მცველი პორტუგალიელ თანაგუნდელს.
„მილანი“ „ნაპოლისთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, ხოლო საბოლოოდ, მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარა, თუმცა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და 1:2 დამარცხდა.