სხვა

9:25 | 2.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილის შემდეგი მეტოქე შონ ომალი იქნება

UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული საჩემპიონო რემატჩი გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილის მეტოქე შონ ომალი იქნება. ბრძოლის შესახებ ოფიციალურად UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა.

მერაბისა და ომალის დაპირისპირება 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს) ნიუ-ჯერსიში გაიმართება, სადაც ქართველი "მანქანა" საჩემპიონო ქამრის დაცვას მე-2 შეეცდება.

გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი სწორედ შონ ომალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, შემდეგ კი, იყო უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ქართველმა 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171832