ფეხბურთი

21:41 | 2.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა ლა ლიგას: "მოედანზე ვერ გვამარცხებენ და სურთ ოფისებში დაგვამარცხონ"

„ბარსელონას“ ლა ლიგა ისევ ედავება დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციაზე და შესაძლოა, მხარეებს შორის დავა კიდევ გაგრძელდეს.

„ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კი, ლა ლიგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„მაქვს განცდა, რომ ეს შემთხვევითი არ არის: დღეს „ფინალს“ ვთამაშობთ „ატლეტიკოსთან“ და ასეთი პოლემიკის განახლება შემთხვევითი არაა. კიდევ ერთი მცდელობა გუნდის დესტაბილიზაციის და ხანდახან მაქვს განცდა, რომ რადგან მოედანზე ვერ გვამარცხებენ, მათ სურთ დაგვამარცხონ ოფისებში. როგორც „ბარსას“ პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ და გავაგრძელებ ჩვენი კლუბის ინტერესების დაცვას. მათ ჩვენს ინტერესებზე თავდასხმა სურთ. პაუ ვიქტორის და დანი ოლმოს ტრანსფერები დაადასტურეს, მაგრამ ახლა აზრი შეიცვალეს. რატომ?“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168485
სარეკლამო ადგილი - 99
X x X