2-3 აპრილის ღამეს კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, „ლოს ანჯელესმა“ „ინტერ მაიამის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი კალიფორნიელმა ფორვარდმა ნათან ორდასმა 57-ე წუთზე გაიტანა.
სტუმართაგან სრული მატჩი ჩაატარეს არგენტინელმა ლიონელ მესიმ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა, ესპანელმა სერხიო ბუსკეტსმა და მისმა თანამემამულე, ჟორდი ალბამ. ბუსკეტსს 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენეს.
საპასუხო მატჩი „ინტერ მაიამისა“ და „ლოს-ანჯელესს“ შორის ფლორიდაში ჩვენი დროით 9-10 აპრილის ღამეს გაიმართება.